Monday, June 6, 2011

ვიდეოები



უდიდესი მხატვრის,ამადეო მოდილიანის ნახატების კოლაჟი




კლოდ მონეს ნახატების კოლაჟი



ელენე ახვლედიანის ნახატების ალბომი





მხატვრული მიმდინარეობები

რსებობს მხატვრობის უამრავი მიმდინარეობა. თითოეულს აქვს თავისი დამახასიათებელი ნიშან-თვისებები. ყველაზე გავრცელებული მიმდინარეობებია: მანიერიზმი,დუდლი,იმპრესიონიზმი,ახალი საგნობრიობა,აბსტრაქატული ექსპრესიონიზმი, კუბიზმი და ა.შ.  თითოეულმა მიმდინარეობამ ითამაშა გარკვეული როლი მხატვრობის ჩამოყალიბებაში და მის განვითარებაში.







აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი — ხელოვანთა მიმდინარეობა (სკოლა), რომლის წევრები სწრაფად და დიდი ზომის ტილოებზე ხატავდნენ არაგეომეტრიული შტრიხების, დიდი ფუნჯების, ზოგჯერ ტილოზე დაწვეთების მეშვეობით, ემოციების სრული გამოვლენისთვის. ღებვის (ხატვის) ექსპრესიულ მეთოდს ამ შემთხვევაში ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც თვით ნახატს.
მიმდინარეობის საწყისი ფორმა — აბსტრაქტული სიურრეალიზმი გაჩნდა 1940-იან წლებში, ანდრე ბრეტონისგავლენით, მისი მთავარი მიმდევრები იყვნენ ჰანს ჰოფმანი, არშილ გორკი, ადოლფ გოტლიბი და სხვ. მიმდინარეობამ კულმინაციას 1950-იან წლებში მიაღწია. ამ პერიოდის მისი ყველაზე გამოჩენილი მიმდევრები იყვნენ ჯექსონ პოლოკი და მარკ როტკო.












ახალი საგნობრიობა - მიმართულება დასავლეთი ქვეყნების ფერწერაში, რომლის მიმდევარი იყო XX საუკუნის 20-იან წლებში ექსპრესიონისტებისაგან გამოყოფილი ვერისტების ჯგუფი. ამ მიმართულების მხატვართა უმრავლესობა ნატურალისტურად ასახავს ხალხის მძიმე ცხოვრებას და სოციალურ ყოფას. ძირითადი წარმომადგენლები არიან: ო. დიქსი, ჯ. გროსი, ჰ. გრუნდიგი.

დუდლი არის ესკიზის სახეობა, არაფოკუსირებული ნახატი, რომელსაც ადამიანი ძირითადად ქმნის ყურადღების სხვა რამეზე მიქცევისას. დუდლები მარტივი ნახატებია, რომელთაც აქვთ რამე კონკრეტული მნიშვნელობა ან სულაც რაღაც აბსტრაქტული ფორმები აქვთ.


დუდლის მაგალითი არის ჩანახატები სკოლის რვეულებში. აგრეთვე, მაგალითად, ტელეფონზე საუბრისას პასტით ან ფანქრით გაკეთებული ჩანახატი.
დუდლების პოპულარული სახეობები არის - სკოლის მასწავლებლების ან თანაშემწეების, ცნობილი ტელე-სახეების ან კომიკოსების კარიკატურები.
სიტყვა დუდლი (ინგ: doodle - დუ:დლ) პირველად გამოჩნდა XIX ს-ში სულელურის ან გულუბრყვილობის აღსანიშნავად. აქედან მოდის გერმანული dudeln (თამაში). აგრეთვე dudeln-ის ვარიაციები DudeltopfDudentopfDudenkopfDude და Dödel.
გამოყენებითი კოგნიტური ფსიქოლოგიის მიერ გამოქვეყნებული შესწავლის მიხედვით, დუდლირება ადამიანის მეხსიერებას საგრძნობლად ეხმარება. შესწავლა ეკუთვნის პროფესორ ჯენკი ანდრადს.












ექსპრესიონიზმი- ხელოვნების მიმდინარეობა, აღმოცენდა XX საუკუნის დასაწყისში.
ექსპრესიონიზმი არის სუბიეტურობის გამოვლინება, რაც მიზნად ისახავს რეალობის დეფორმირებას რათა პუბლიკაში ემოციური რეაქცია გამოიწვიოს. წარმოდგენები ხშირად მტანჯველი ხასიათისაა, ახდენს რეალობის სტილიზებას, უცვლის მას ფორმას და ამგვარად აღწევს ძლიერ ექსპრესიულ ინტენსივობას. ეს ყოველივე არის იმ პესიმისტური ხედვის შედეგი, რომელიც გააჩნდათ ექსპრესიონისტებს თავიანთი ეპოქის შესახებ, კონკურეტულად კი პირველი მსოფლიო ომის მიმართ. ექსპრესიონისტული ნაწარმოებები ხშირად წარმოაჩენენ ფსიქოანალიტიკურ სიმბოლოებს.
XX საუკუნის დასაწყისში ეს მიმდინარეობა, რომელმაც ძირითადად ჩრდილოეთ ევროპაში, განსაკუთრებით გერმანიაში მოიკიდა ფეხი, ფრანგული იმპრესიონიზმის საწინააღმდეგოდაა მიმართული. თუკი იმპრესიონიზმი მაინც ფიზიკურ რეალობას აღწერს, ექსპრესიონიზმი ამ რეალობას შემოქმედის სულიერ მდგომარეობას უმორჩილებს. ექსპრესიონიზმი იმპრესიონიზმთან შედარებით გაცილებით აგრესიულია და ახასიათებს ძლიერი ფერები, მკვეთრი ხაზები. ამით იგი ფოვიზმის გამგრძელებელიცაა. ხშირად ექსპრესიონიზმს განიხილავენ არა იმდენად მიმდინარეობად, რამდენადაც რეაქციად აკადემიზმისა და საზოგადოების წინააღმდეგ.














კუბიზმი — მნიშვნელოვანი და გავლენიანი ავანგარდული ხელოვნების მიმდინარეობა, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ევროპულ მხატვრობასა და სკულპტურაში მე-20 საუკუნის დასაწყისში.








კუბისტური ნამუშევრებში, ობიექტები დაშლილია, ანალიზირებული და ხელახლა აწყობილი აბსტრაქტულ ფორმაში — ობიექტთა რაიმე კუთხიდან აღწერის ნაცვლად ხელოვანი სუბიექტს აღწერს მრავალი კუთხიდან ერთბაშად, რათა წარმოაჩინოს საგანი უფრო ღრმა კონტექსტში. ხშირად ზედაპირების გადაკვეთა იმდენად ჩახლართულია, რომ ის რაიმე შინაარსის სიღრმეს არ გადმოსცემს. უკანა ფონი და თავად ობიექტის ან ფიგურის სიბრტყეები ერთმანეთში ირევა, რაც არამკაფიო გამჭვირვალე სივრცეს ჰქმნის, დამახასიათებელს კუბიზმისთვის. ეს იყო სრულყოფილი და მკაფიოდ განსაზღვრული აესთეტიური მიმდინარეობა.
ჟორჟ ბრაკი და პაბლო პიკასო, რომლებიც იმჟამად პარიზის მონმარტრის უბანში ცხოვრობდნენ, მიმდინარეობის მთავარი სულისჩამდგმელები იყვნენ. ისინი ერთმანეთს 1907 წელს ხვდებიან და კუბიზმის განვითარებაზე მუშაობა 1908 წელს დაიწყეს. ერთობლივად მუშაობდნენ 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე.
ფრანგმა ხელოვნებათმცოდნემ ლუი ვუქსელმა ტერმინი ”კუბიზმი” ან "bizarre cubiques" (უცნაური კუბები) პირველად 1908 წელს გამოიყენა. ეს მოხდა ბრაკის ნახატის ნახვის შემდეგ, რომელიც ”სავსე იყო პატარა კუბებით”. ტერმინი საკმაოდ სწრაფად გავრცელდა, თუმცა კუბიზმის ორ შემქმნელს იგი კარგა ხანი არ გამოუყენებიათ.
კუბისტური მოძრაობა სწრაფად გაფართოვდა მონპარნასზე მხატვართა თავყრილობებზე, რომელსაც ელიტარულ წრეებში რეკლამას უწევდა სამხატვრო დილერი ჰენრი კანვეილერი. მიმდინარეობა იმდენად პოპულარული გახდა, რომ 1910 წელს კრიტიკოსები მას მოიხსენიებდნენ როგორც ბრაკისა და პიკასოს გავლენის ქვეშ მყოფ ხელოვანთა ”კუბისტურ სკოლას” .კუბიზმმა ძლიერი გავლენა იქონია მე-20 საუკუნის პირველი დეკადების მხატვრებზე, რამაც შემდგომში დასაბამი მისცა ისეთი ახალი მიმდინარეობების განვითარებას, როგორიცაა ფუტურიზმი, კონსტრუქტივიზმი, ვოტიციზმი და ექსპრესიონიზმი.

მანიერიზმი,ასევე ცნობილია გვიანი რენესანსის სახელწოდებით, მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში 1520-1580 წლებში. იმ პერიოდში, როცა რენესანსულმა ხელოვნებამ უმაღლეს წერტილს მიაღწია საგნებისა და სხეულების უნაკლო გამოსახვაში, ზოგიერთი ხელოვანი უარს ამბობს პროპორციების სიზუსტეზე, ფერთა ჰარმონიაზე, დამაჯერებლობაზე და მიზნად ისახავს უფრო ემოციური და არტისტული ეფექტის მოხდენას. მანიერიზმს ახასიათებს: დანაწევრებული სივრცე, ბუნდოვანი და არეული სურათი, სხეულთა დეფორმაცია, მოძრაობის გამოსახვა.მანიერიზმის ნიმუშებია ჯაკოპო და პონტორმოს "იოსები ეგვიპტეში", სადაც ჩაცმულობაც, ნაგებობებიც, ფერებიც სრულ შეუსაბამობაშია ბიბლიურ სცენებთან. როსო ფიორენტინიმ, რომელიც პონტორმოს მოსწავლე იყო, 1530 წელს ფლორენციული მანიერიზმი შეიტანა ფონტენბლოში. იგი გახდა ფუძემდებელი XVI საუკუნის ფრანგულიმანიერიზმისა, რომელიც ასევე ცნობილია "ფონტენბლოს სკოლის" სახელით. საფრანგეთიდან ეს მიმდინარეობა გავრცელდა ბელგიაში, ინგლისსა და გერმანიაში.ლიტერატურაში მანიერიზმზე ძლიერ გავლენას ახდენს იტალიელი ჯიოვანი ბატისტა მარინო. თავის ლექსებში მას გამოყენებული აქვს ახალი მანერა - მანიერიზმი, რომელიც ეძებს ორიგინალობას, ფორმას, ტონს.






























იმპრესიონიზმი


იმპრესიონიზმი- მიმდინარეობა მხატვრობაში, ჩაისახა და განვითარდა საფრანგეთში.1874-1886 წლებში პარიზში შვიდი იმპრესიონისტული გამოფენა მოეწყო, რაც გახდა აკადემიზმისგან თანამედროვე ხელოვნების გამყოფი ზღვარი. იმპრესიონიზმის ზოგადი ტენდენციაა წარმავალი შთაბეჭდილების, მოვლენათა ცვლის და არა საგანთა სტაბილური და კონცეპტუალური მხარის ასახვა.
იმპრესიონიზმის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მონე. ამ მიმდინარეობამ სახელწოდება მიიღო სწორედ მისი ნახატისგან - შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა (Impression, soleil levant).
XIX საუკუნეში ღრმავდება და სრულდება ფერწერისა და გრაფიკის გამიჯვნის პროცესი, რომლის ნიშნები ადრევე შეიმჩნეოდა გრაფიკის სპეციფიკა - ხაზების შეფერილობაშია. ის გამოსახავს ფორმებს, გადმოსცემს მათ განათებულობას, სინათლისა და ჩრდილის შეფერადებას და ა.შ. ფერწერა აღბეჭდავს სამყაროს ფერთა რეალურ ურთიერთმიმართებას, ფერში და ფერის საშუალებით ის გამოხატავს საგნების არსს, მათ ესთეტიკურ ღირებულებას, გარემოსადმი მათ შესაბამისობას ან შეუსაბამობას. გრაფიკისაგან პრინციპული განსხვავება ნათლად ჩანს იმპრესიონისტების ფერწერაში. იგი არაფერს გადმოსცემს ფერის გარეშე. ფერწერამ აითვისა სინათლე. ის გამოსახავს სინათლის, ბინდის, ნისლის ფერს. კლოდ მონეს სურათებში, რომლებშიც ლონდონის ნისლია გამოსახული, დაჭერილი და აღბეჭდილია სინათლის უმცირესი ცვალებადობა.






თანამედროვე ფერწერაში - ამბობს პაბლო პიკასო ფუნჯის თითოეული მოსმა ზუსტ ოპერაციად იქცა, რომელიც მესაათის მოქმედებას ჰგავს.

იმპრესიონისტი მხატვრები თავიანთი ნაწარმოებებისთვის სიუჟეტებს თანამედროვე, ყოველდღიურ ცხოვრებაში ეძებდნენ. რეალობას ისინი საკუთარი, პირადი ხედვის მიხედვით აძლევდნენ ინტერპრეტაციას. უმეტეს შემთხვევაში იმპრესიონისტები სუფთა ჰაერზე, ბუნებაში ხატავდნენ, სინათლე მათთვის ნახატის ძირითადი ელემენტი იყო. ისინი უარს ამბობდნენ ბნელ ფერებზე, იყენებდნენ ნათელ, წმინდა ფერებს და ცალკეულ ფენებად დებდნენ ტილოზე.
იმპრესიონისტების ტილოები ცვალებად ბუნებას, წამიერ სილამაზეს გადმოსცემენ. ისინი არ ეძებენ იდეალურ სილამაზეს, მარადიულობას, რაც კლასიკურ ხელოვნებაში მთავარი იყო.

დამიანე


                                          დამიანე. „წმ. გიორგი დიოკლეტიანეს წინაშე“


დამიანე, XIV საუკუნის ქართველი მხატვარი. ხელმძღვანელობდა უბისის ეკლესიის მოხატვას.
უბისის კედლის მხატვრობაში ფერწერის ორი მანერა შეიმჩნევა; ერთი, რომელიც ეკლესიის მხატვრობაში ჭარბობს, „საიდუმლო სერობის“კომპოზიციისათვის არის დამახასიათებელი; ამ სცენის ქვემოთ დამიანეს წარწერაა, რაც გვაფიქრებინებს, რომ „საიდუმლო სერობის“ ფერწერული სტილი დამიანემ შექმნა; მეორე, როგორც ჩანს, მისი მოწაფის მიერაა შექმნილი. დამიანეს მიერ შესრულებული ფრესკები XIV საუკუნის ქართველი მხატვრობის უმნიშვნელოვანეს ძეგლთაგანია, ადრინდელი მხატვრობის მონუმენტურობას, სიდინჯესა და დარბაისლობას აქ დინამიკურობა, დაგრძელებული ფიგურები, სამოსლის ნაკეცთა რთული, ტეხილი ხაზები დაქუცმაცებული ხუროთმოძღვრული ფონი ცვლის. დამიანეს ნახატი მეტყველია, მის ენერგიულ ფერწერას ახასიათებს ფართო, თამამად დადებული ჭარბი მონასმები. მოციქულთა, ანგელოზთა და წმინდანთა სახეები ძალზე საინტერესოა თავისი ექსპრესიით. თმა და წვერი ოსტატურად არის დამუშავებული. „საიდუმლო სერობის“ კომპოზიცია გვიჩვენებს, რომ მხატვარი არ ერიდებოდა რეალური სინამდვილის ასახვას - გაშლილ სუფრაზე აწყვია მწვანილი, ქართული პური. დამიანე თავისი დროის დიდი მხატვარი იყო.

Monday, April 11, 2011

ერმიტაჟი


ერმიტაჟი ხელოვნებისა და კულტურის ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი მუზეუმია მსოფლიოში. იგი გამორჩეულია თავისი ძვირფასი და მდიდარიქსპონატებით.ის დაარსდა 1764 ეკატერინე მეორეს მიერ და მდებარეობს პეტერბურგში,რუსეთშიმუზეუმი მოიცავს, როგორც მხატვრობის უმდიდრეს კოლექციას, ასევე  ეგვიპტურ და ბიზანტიურ ანტიკვარებსპრეისტორიულ ხელოვნებასფაბერჟეს სამკაულების კოლექციას, ოქროს ნაკეთობებს  და ხელოვნების სხვა ნიმუშებს. მუზეუმი შედგება 6 ძირითადი შენობისგან,რომელთაგანაც მთავარი ზამთრის სასახლეა.ზამთრის სასახლე თავის დროზე რუსეთის მეფეთა რეზიდენიცა იყო.
ეკატერინე დიდმა მუზეუმის შექმნა 220 ნამუშევრის შესყიდვით დაიწყოგადიოდა დრო და საიმპერატორო კოლექცია უფრო და უფრო მდიდრედებოდა.რევოლუციის დროს საიმპერატორო ერმიტაჟი სახალხო ქონებად გამოცხადდა. კერძო მხატვრული კოლექციების ნაციონალიზებასთან ერთად ერმიტაჟის ექსპონატთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. ნიკოლოზ I მა დაიქირავა იმ დროისათვის საკმაოდ ცნობილი გერმანელი არქიტექტორი ლეო ფონ კლენცე, რომელსაც სახალხო მუზეუმისთვის შენობის პროექტის შექმნა შეუკვეთა.ახალი ერმიტაჟი დამთვალიერებლისათვის 1852 წელს გაიხსნა.
საბჭოთა მთავრობა "ბურჟუაზიულ და დეკადენტურ" ხელოვნებას დიდ ყურადღებას არ აქცევდა. სტალინის ბრძანებით ერმიტაჟის რამდენიმე უძვირფასესი ექსპონატი საზღვარგარეთ იქნა გაყიდული.
1945 წელს მთავრობამ სცადა ადრინდელი დანაკარგები წითელი არმიის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშებით შეევსო. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გერმანიის ბიზნეს ელიტის კერძო კოლექციებიდან წამოღებული იმპრესიონისტებისა და პოსტ-იმპრესიონისტების უძვირფასესი ნამუშევრები. ეს ნამუშევრები 1995 წლამდე დაკარგულად ითვლებოდა, მუზეუმმა მხოლოდ ამ დროს გამოიტანა ისინი სახალხოდ. 
ერმიტაჟში მხატვრობის უმნიშვნელოვანესი კოლექცია ინახება. მიქელანჯელოს, ვან-გოგის, რუბენსის, ვატოს, ტიეპოლოს, მონეს, კანალეტოს, კანოვას, ლეონარდოს, როდენის, მატისის, რენუარის, სეზანის, რემბრანდტის, გოგენის, პიკასოსა და პისაროს  ნამუშევრები და სხვა მხატვრების მიერ შექმნილი შედევრები.
ერმიტაჟის დათვალიერებისას ადამიანი თავისუფლად გაეცნობა მხავტრობის მიმდინარეობებს, შედევრებს, ამა თუ იმ მხატვრის მსოფლმხედველობას. მას საშუალება ექნება შეაფასოს იმდროინდელი ეპოქის ღირებულებები და ცოტა ხნით გაეგმზავროს ძველ დროში. 

Saturday, April 9, 2011

გუსტავ კლიმტი



გუსტავ კლიმტი იყო ავსტრიელი სიმბოლისტი მხატვარი და ვენის არტ-ნუვოს მოძრაობის  ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წევრი. იგი დაიბადა 1862 წელს. მისი ძირითადი ნაშრომები მოიცავს ნახატებს,ფრესკებსა და ესკიზებს. იგი ცხოვრებდა სიღარიბეში,მაგრამ მან მაინც  შესძლო თავისი ნიჭისის განვითარებისთვის ბრძოლა და 1876  მოიპოვა ვენის ხელოვნების სკოლის სტიპენდია,სადაც 1883 წლამდე სწავლობდა. სწავლის განმავლობაში მან დიდი მოწონება და ნდობა დაიმსახურა სკოლაში. იგი ხშირად ეხმარებოდა თავის ლექტორებს მნიშვნელოვანი ესკიზების გაკეთებაში.

გუსტავ კლიმტმა თავისი პროფესიონალური კარიერა დაიწყო  ფრესკებისა და ჭერების მოხატვით საზოგადოებრივ შენობებში. ფრანც იოზეფ პირველმა კლიმტი დააჯილდოვა ოქროს ჯვრით, ვინაიდან მხატვარმა უნიკალურად მოხატა ფრესკები ვენის ბურგთეატრში. 1911 წელს მისმა ნაშრომმა ”სიკვდილი და სიცოცხლე” მოიპოვა პირველი პრიზი მსოფლიოს გამოფენაზე,რომში. მისი პეიზაჟების უმეტესობა დახატულია ატერზეეზე(ერთ-ერთი ტბა ავსტრიაში). მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატია ”კოცნა”. მისი ნახატები რეკორდულ ფასად გაიყიდა,მაგალითად  2003 წელს მისი ერთ-ერთი ნახატი  29,128,000 დოლარად გაიყიდა.

კლიმტის მთავარ საგანს ქალის სხეული წარმოადგენდა. კლიმტის დომინანტური ფერი იყო ოქროსფერი. მის თითოეულ ნახატს ულამაზესი  უკანა ფონი აქვს.გლაზგოს სკოლაში მან ისწავლა სიმბოლოური ელემენტების გამოყენება,რომელიც ძირითადად ფსიქოლოგიური აზრების მატარებელია. ასევე ეს სიმბოლოები განასახიერებს თავისუფლებას.მას ჰქონდა ფერთა გამის გამორჩეული შეხამების უნარი.

ხელოვნების ისტორიკოსები თვლიან, რომ კლიმტის სტილის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში დიდი როლი იქონია ეგვიპტურმა, ბიზანტიურმა და  ბერძნულმა ხელოვნებამ. ასევე კლიმტი შთაგონებული იყო დურერის, შუა საუკუნეების ევროპული მხატვრობითა და იაპონური რიმპა სკოლით.

მხატვორბის გარდა კლიმტი დაკავებული იყო ფროიდის ფსიქოანალიზის გაგებაში. მის ნაშრომში ”სამართალმცოდნეობა” აქცენტია გაკეთებული ფროიდის აზრებზე სექსუალურ რეპრესიებისა და დასაჭურისების შესახებ.

კლიმტი გარდაიცვალა პნევმონიით 1918 წელს, რომელიც მას განუვითარდა გრიპის პანდემიის შედეგად. იგი დაკრძალეს ჰიტციგის სასაფლაოზე ვენაში.მას უამრავი ნაშრომი დარჩა დაუსრულებელი.



Tuesday, March 29, 2011

მხატვრობა

მხატვრობა

















მხატვრობა წარმოადგენს სახვითი ხელოვნების ერთ-ერთ უძველეს სახეობას. ის ემოციების გამოხატვის საშუალებაა. არსებობს მხატვრობის უამრვი ფორმა: პეიზაჟი,პორტრეტი,ნატიურმორტი და ა.შ. დიდი მნიშვნელობა აქვს ფერთა გამას, რადგან მას ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს. ასევე არსებობს ხატვის უამრავი საშუალება: ზეთი,პასტელი, აკვარელი,ცვილი გუაში და ა.შ 





















ჩემთვის მხატვრობა სიამოვნების მიღების საშუალებაა. ყოველთვის დიდი ინტერესით ვათვალიერებ ამა თუ იმ მხატვრის ნაშრომებს. ნახატი შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი იყოს. ნაშრომზე ასახულია მხატვრის მსოფლმხედველობა, ინტერესი, გემოვნება, იმდროინდელი ეპოქა. მხატვრობიდან ჩემი საყვარელი მიმდინარეობა არის იმპრესიონიზმი. ეს მიმდინარეობა ჩაისახა საფრანგეთში 19 საუკუნეში. მისი წარმომადგენლები არიან კლოდ მონე, პიერ-აუგუსტ რენუარი, ალფრედ სისლეი,ედგარ დეგა და ა.შ. ისინი ფაქტიურად ითვლებიან იმპრესიონიზმის ფუძემდებლებად. მათი ნახატები ადამიანში აღძრავენ სასიამოვნო გრძნობებს. ისინი ეძებდნენ წამიერ სილამაზეს და არა იდეალურ სილამაზეს, რაც კლასიკურ ხელოვნებაში მთავარი იყო.