არსებობს მხატვრობის უამრავი მიმდინარეობა. თითოეულს აქვს თავისი დამახასიათებელი ნიშან-თვისებები. ყველაზე გავრცელებული მიმდინარეობებია: მანიერიზმი,დუდლი,იმპრესიონიზმი,ახალი საგნობრიობა,აბსტრაქატული ექსპრესიონიზმი, კუბიზმი და ა.შ. თითოეულმა მიმდინარეობამ ითამაშა გარკვეული როლი მხატვრობის ჩამოყალიბებაში და მის განვითარებაში.
აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი — ხელოვანთა მიმდინარეობა (სკოლა), რომლის წევრები სწრაფად და დიდი ზომის ტილოებზე ხატავდნენ არაგეომეტრიული შტრიხების, დიდი ფუნჯების, ზოგჯერ ტილოზე დაწვეთების მეშვეობით, ემოციების სრული გამოვლენისთვის. ღებვის (ხატვის) ექსპრესიულ მეთოდს ამ შემთხვევაში ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც თვით ნახატს.
მიმდინარეობის საწყისი ფორმა — აბსტრაქტული სიურრეალიზმი გაჩნდა 1940-იან წლებში, ანდრე ბრეტონისგავლენით, მისი მთავარი მიმდევრები იყვნენ ჰანს ჰოფმანი, არშილ გორკი, ადოლფ გოტლიბი და სხვ. მიმდინარეობამ კულმინაციას 1950-იან წლებში მიაღწია. ამ პერიოდის მისი ყველაზე გამოჩენილი მიმდევრები იყვნენ ჯექსონ პოლოკი და მარკ როტკო.
ახალი საგნობრიობა - მიმართულება დასავლეთი ქვეყნების ფერწერაში, რომლის მიმდევარი იყო XX საუკუნის 20-იან წლებში ექსპრესიონისტებისაგან გამოყოფილი ვერისტების ჯგუფი. ამ მიმართულების მხატვართა უმრავლესობა ნატურალისტურად ასახავს ხალხის მძიმე ცხოვრებას და სოციალურ ყოფას. ძირითადი წარმომადგენლები არიან: ო. დიქსი, ჯ. გროსი, ჰ. გრუნდიგი.
დუდლი არის ესკიზის სახეობა, არაფოკუსირებული ნახატი, რომელსაც ადამიანი ძირითადად ქმნის ყურადღების სხვა რამეზე მიქცევისას. დუდლები მარტივი ნახატებია, რომელთაც აქვთ რამე კონკრეტული მნიშვნელობა ან სულაც რაღაც აბსტრაქტული ფორმები აქვთ.
დუდლის მაგალითი არის ჩანახატები სკოლის რვეულებში. აგრეთვე, მაგალითად, ტელეფონზე საუბრისას პასტით ან ფანქრით გაკეთებული ჩანახატი.
დუდლების პოპულარული სახეობები არის - სკოლის მასწავლებლების ან თანაშემწეების, ცნობილი ტელე-სახეების ან კომიკოსების კარიკატურები.
სიტყვა დუდლი (ინგ: doodle - დუ:დლ) პირველად გამოჩნდა XIX ს-ში სულელურის ან გულუბრყვილობის აღსანიშნავად. აქედან მოდის გერმანული dudeln (თამაში). აგრეთვე dudeln-ის ვარიაციები Dudeltopf, Dudentopf, Dudenkopf, Dude და Dödel.
გამოყენებითი კოგნიტური ფსიქოლოგიის მიერ გამოქვეყნებული შესწავლის მიხედვით, დუდლირება ადამიანის მეხსიერებას საგრძნობლად ეხმარება. შესწავლა ეკუთვნის პროფესორ ჯენკი ანდრადს.
ექსპრესიონიზმი- ხელოვნების მიმდინარეობა, აღმოცენდა XX საუკუნის დასაწყისში.
ექსპრესიონიზმი არის სუბიეტურობის გამოვლინება, რაც მიზნად ისახავს რეალობის დეფორმირებას რათა პუბლიკაში ემოციური რეაქცია გამოიწვიოს. წარმოდგენები ხშირად მტანჯველი ხასიათისაა, ახდენს რეალობის სტილიზებას, უცვლის მას ფორმას და ამგვარად აღწევს ძლიერ ექსპრესიულ ინტენსივობას. ეს ყოველივე არის იმ პესიმისტური ხედვის შედეგი, რომელიც გააჩნდათ ექსპრესიონისტებს თავიანთი ეპოქის შესახებ, კონკურეტულად კი პირველი მსოფლიო ომის მიმართ. ექსპრესიონისტული ნაწარმოებები ხშირად წარმოაჩენენ ფსიქოანალიტიკურ სიმბოლოებს.
XX საუკუნის დასაწყისში ეს მიმდინარეობა, რომელმაც ძირითადად ჩრდილოეთ ევროპაში, განსაკუთრებით გერმანიაში მოიკიდა ფეხი, ფრანგული იმპრესიონიზმის საწინააღმდეგოდაა მიმართული. თუკი იმპრესიონიზმი მაინც ფიზიკურ რეალობას აღწერს, ექსპრესიონიზმი ამ რეალობას შემოქმედის სულიერ მდგომარეობას უმორჩილებს. ექსპრესიონიზმი იმპრესიონიზმთან შედარებით გაცილებით აგრესიულია და ახასიათებს ძლიერი ფერები, მკვეთრი ხაზები. ამით იგი ფოვიზმის გამგრძელებელიცაა. ხშირად ექსპრესიონიზმს განიხილავენ არა იმდენად მიმდინარეობად, რამდენადაც რეაქციად აკადემიზმისა და საზოგადოების წინააღმდეგ.
კუბიზმი — მნიშვნელოვანი და გავლენიანი ავანგარდული ხელოვნების მიმდინარეობა, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ევროპულ მხატვრობასა და სკულპტურაში მე-20 საუკუნის დასაწყისში.
კუბისტური ნამუშევრებში, ობიექტები დაშლილია, ანალიზირებული და ხელახლა აწყობილი აბსტრაქტულ ფორმაში — ობიექტთა რაიმე კუთხიდან აღწერის ნაცვლად ხელოვანი სუბიექტს აღწერს მრავალი კუთხიდან ერთბაშად, რათა წარმოაჩინოს საგანი უფრო ღრმა კონტექსტში. ხშირად ზედაპირების გადაკვეთა იმდენად ჩახლართულია, რომ ის რაიმე შინაარსის სიღრმეს არ გადმოსცემს. უკანა ფონი და თავად ობიექტის ან ფიგურის სიბრტყეები ერთმანეთში ირევა, რაც არამკაფიო გამჭვირვალე სივრცეს ჰქმნის, დამახასიათებელს კუბიზმისთვის. ეს იყო სრულყოფილი და მკაფიოდ განსაზღვრული აესთეტიური მიმდინარეობა.
ჟორჟ ბრაკი და პაბლო პიკასო, რომლებიც იმჟამად პარიზის მონმარტრის უბანში ცხოვრობდნენ, მიმდინარეობის მთავარი სულისჩამდგმელები იყვნენ. ისინი ერთმანეთს 1907 წელს ხვდებიან და კუბიზმის განვითარებაზე მუშაობა 1908 წელს დაიწყეს. ერთობლივად მუშაობდნენ 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე.
ფრანგმა ხელოვნებათმცოდნემ ლუი ვუქსელმა ტერმინი ”კუბიზმი” ან "bizarre cubiques" (უცნაური კუბები) პირველად 1908 წელს გამოიყენა. ეს მოხდა ბრაკის ნახატის ნახვის შემდეგ, რომელიც ”სავსე იყო პატარა კუბებით”. ტერმინი საკმაოდ სწრაფად გავრცელდა, თუმცა კუბიზმის ორ შემქმნელს იგი კარგა ხანი არ გამოუყენებიათ.
კუბისტური მოძრაობა სწრაფად გაფართოვდა მონპარნასზე მხატვართა თავყრილობებზე, რომელსაც ელიტარულ წრეებში რეკლამას უწევდა სამხატვრო დილერი ჰენრი კანვეილერი. მიმდინარეობა იმდენად პოპულარული გახდა, რომ 1910 წელს კრიტიკოსები მას მოიხსენიებდნენ როგორც ბრაკისა და პიკასოს გავლენის ქვეშ მყოფ ხელოვანთა ”კუბისტურ სკოლას” .კუბიზმმა ძლიერი გავლენა იქონია მე-20 საუკუნის პირველი დეკადების მხატვრებზე, რამაც შემდგომში დასაბამი მისცა ისეთი ახალი მიმდინარეობების განვითარებას, როგორიცაა ფუტურიზმი, კონსტრუქტივიზმი, ვოტიციზმი და ექსპრესიონიზმი.
მანიერიზმი,ასევე ცნობილია გვიანი რენესანსის სახელწოდებით, მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში 1520-1580 წლებში. იმ პერიოდში, როცა რენესანსულმა ხელოვნებამ უმაღლეს წერტილს მიაღწია საგნებისა და სხეულების უნაკლო გამოსახვაში, ზოგიერთი ხელოვანი უარს ამბობს პროპორციების სიზუსტეზე, ფერთა ჰარმონიაზე, დამაჯერებლობაზე და მიზნად ისახავს უფრო ემოციური და არტისტული ეფექტის მოხდენას. მანიერიზმს ახასიათებს: დანაწევრებული სივრცე, ბუნდოვანი და არეული სურათი, სხეულთა დეფორმაცია, მოძრაობის გამოსახვა.მანიერიზმის ნიმუშებია ჯაკოპო და პონტორმოს "იოსები ეგვიპტეში", სადაც ჩაცმულობაც, ნაგებობებიც, ფერებიც სრულ შეუსაბამობაშია ბიბლიურ სცენებთან. როსო ფიორენტინიმ, რომელიც პონტორმოს მოსწავლე იყო, 1530 წელს ფლორენციული მანიერიზმი შეიტანა ფონტენბლოში. იგი გახდა ფუძემდებელი XVI საუკუნის ფრანგულიმანიერიზმისა, რომელიც ასევე ცნობილია "ფონტენბლოს სკოლის" სახელით. საფრანგეთიდან ეს მიმდინარეობა გავრცელდა ბელგიაში, ინგლისსა და გერმანიაში.ლიტერატურაში მანიერიზმზე ძლიერ გავლენას ახდენს იტალიელი ჯიოვანი ბატისტა მარინო. თავის ლექსებში მას გამოყენებული აქვს ახალი მანერა - მანიერიზმი, რომელიც ეძებს ორიგინალობას, ფორმას, ტონს.
No comments:
Post a Comment