Saturday, April 9, 2011

გუსტავ კლიმტი



გუსტავ კლიმტი იყო ავსტრიელი სიმბოლისტი მხატვარი და ვენის არტ-ნუვოს მოძრაობის  ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წევრი. იგი დაიბადა 1862 წელს. მისი ძირითადი ნაშრომები მოიცავს ნახატებს,ფრესკებსა და ესკიზებს. იგი ცხოვრებდა სიღარიბეში,მაგრამ მან მაინც  შესძლო თავისი ნიჭისის განვითარებისთვის ბრძოლა და 1876  მოიპოვა ვენის ხელოვნების სკოლის სტიპენდია,სადაც 1883 წლამდე სწავლობდა. სწავლის განმავლობაში მან დიდი მოწონება და ნდობა დაიმსახურა სკოლაში. იგი ხშირად ეხმარებოდა თავის ლექტორებს მნიშვნელოვანი ესკიზების გაკეთებაში.

გუსტავ კლიმტმა თავისი პროფესიონალური კარიერა დაიწყო  ფრესკებისა და ჭერების მოხატვით საზოგადოებრივ შენობებში. ფრანც იოზეფ პირველმა კლიმტი დააჯილდოვა ოქროს ჯვრით, ვინაიდან მხატვარმა უნიკალურად მოხატა ფრესკები ვენის ბურგთეატრში. 1911 წელს მისმა ნაშრომმა ”სიკვდილი და სიცოცხლე” მოიპოვა პირველი პრიზი მსოფლიოს გამოფენაზე,რომში. მისი პეიზაჟების უმეტესობა დახატულია ატერზეეზე(ერთ-ერთი ტბა ავსტრიაში). მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატია ”კოცნა”. მისი ნახატები რეკორდულ ფასად გაიყიდა,მაგალითად  2003 წელს მისი ერთ-ერთი ნახატი  29,128,000 დოლარად გაიყიდა.

კლიმტის მთავარ საგანს ქალის სხეული წარმოადგენდა. კლიმტის დომინანტური ფერი იყო ოქროსფერი. მის თითოეულ ნახატს ულამაზესი  უკანა ფონი აქვს.გლაზგოს სკოლაში მან ისწავლა სიმბოლოური ელემენტების გამოყენება,რომელიც ძირითადად ფსიქოლოგიური აზრების მატარებელია. ასევე ეს სიმბოლოები განასახიერებს თავისუფლებას.მას ჰქონდა ფერთა გამის გამორჩეული შეხამების უნარი.

ხელოვნების ისტორიკოსები თვლიან, რომ კლიმტის სტილის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში დიდი როლი იქონია ეგვიპტურმა, ბიზანტიურმა და  ბერძნულმა ხელოვნებამ. ასევე კლიმტი შთაგონებული იყო დურერის, შუა საუკუნეების ევროპული მხატვრობითა და იაპონური რიმპა სკოლით.

მხატვორბის გარდა კლიმტი დაკავებული იყო ფროიდის ფსიქოანალიზის გაგებაში. მის ნაშრომში ”სამართალმცოდნეობა” აქცენტია გაკეთებული ფროიდის აზრებზე სექსუალურ რეპრესიებისა და დასაჭურისების შესახებ.

კლიმტი გარდაიცვალა პნევმონიით 1918 წელს, რომელიც მას განუვითარდა გრიპის პანდემიის შედეგად. იგი დაკრძალეს ჰიტციგის სასაფლაოზე ვენაში.მას უამრავი ნაშრომი დარჩა დაუსრულებელი.



No comments:

Post a Comment