Monday, April 11, 2011

ერმიტაჟი


ერმიტაჟი ხელოვნებისა და კულტურის ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი მუზეუმია მსოფლიოში. იგი გამორჩეულია თავისი ძვირფასი და მდიდარიქსპონატებით.ის დაარსდა 1764 ეკატერინე მეორეს მიერ და მდებარეობს პეტერბურგში,რუსეთშიმუზეუმი მოიცავს, როგორც მხატვრობის უმდიდრეს კოლექციას, ასევე  ეგვიპტურ და ბიზანტიურ ანტიკვარებსპრეისტორიულ ხელოვნებასფაბერჟეს სამკაულების კოლექციას, ოქროს ნაკეთობებს  და ხელოვნების სხვა ნიმუშებს. მუზეუმი შედგება 6 ძირითადი შენობისგან,რომელთაგანაც მთავარი ზამთრის სასახლეა.ზამთრის სასახლე თავის დროზე რუსეთის მეფეთა რეზიდენიცა იყო.
ეკატერინე დიდმა მუზეუმის შექმნა 220 ნამუშევრის შესყიდვით დაიწყოგადიოდა დრო და საიმპერატორო კოლექცია უფრო და უფრო მდიდრედებოდა.რევოლუციის დროს საიმპერატორო ერმიტაჟი სახალხო ქონებად გამოცხადდა. კერძო მხატვრული კოლექციების ნაციონალიზებასთან ერთად ერმიტაჟის ექსპონატთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. ნიკოლოზ I მა დაიქირავა იმ დროისათვის საკმაოდ ცნობილი გერმანელი არქიტექტორი ლეო ფონ კლენცე, რომელსაც სახალხო მუზეუმისთვის შენობის პროექტის შექმნა შეუკვეთა.ახალი ერმიტაჟი დამთვალიერებლისათვის 1852 წელს გაიხსნა.
საბჭოთა მთავრობა "ბურჟუაზიულ და დეკადენტურ" ხელოვნებას დიდ ყურადღებას არ აქცევდა. სტალინის ბრძანებით ერმიტაჟის რამდენიმე უძვირფასესი ექსპონატი საზღვარგარეთ იქნა გაყიდული.
1945 წელს მთავრობამ სცადა ადრინდელი დანაკარგები წითელი არმიის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშებით შეევსო. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გერმანიის ბიზნეს ელიტის კერძო კოლექციებიდან წამოღებული იმპრესიონისტებისა და პოსტ-იმპრესიონისტების უძვირფასესი ნამუშევრები. ეს ნამუშევრები 1995 წლამდე დაკარგულად ითვლებოდა, მუზეუმმა მხოლოდ ამ დროს გამოიტანა ისინი სახალხოდ. 
ერმიტაჟში მხატვრობის უმნიშვნელოვანესი კოლექცია ინახება. მიქელანჯელოს, ვან-გოგის, რუბენსის, ვატოს, ტიეპოლოს, მონეს, კანალეტოს, კანოვას, ლეონარდოს, როდენის, მატისის, რენუარის, სეზანის, რემბრანდტის, გოგენის, პიკასოსა და პისაროს  ნამუშევრები და სხვა მხატვრების მიერ შექმნილი შედევრები.
ერმიტაჟის დათვალიერებისას ადამიანი თავისუფლად გაეცნობა მხავტრობის მიმდინარეობებს, შედევრებს, ამა თუ იმ მხატვრის მსოფლმხედველობას. მას საშუალება ექნება შეაფასოს იმდროინდელი ეპოქის ღირებულებები და ცოტა ხნით გაეგმზავროს ძველ დროში. 

Saturday, April 9, 2011

გუსტავ კლიმტი



გუსტავ კლიმტი იყო ავსტრიელი სიმბოლისტი მხატვარი და ვენის არტ-ნუვოს მოძრაობის  ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წევრი. იგი დაიბადა 1862 წელს. მისი ძირითადი ნაშრომები მოიცავს ნახატებს,ფრესკებსა და ესკიზებს. იგი ცხოვრებდა სიღარიბეში,მაგრამ მან მაინც  შესძლო თავისი ნიჭისის განვითარებისთვის ბრძოლა და 1876  მოიპოვა ვენის ხელოვნების სკოლის სტიპენდია,სადაც 1883 წლამდე სწავლობდა. სწავლის განმავლობაში მან დიდი მოწონება და ნდობა დაიმსახურა სკოლაში. იგი ხშირად ეხმარებოდა თავის ლექტორებს მნიშვნელოვანი ესკიზების გაკეთებაში.

გუსტავ კლიმტმა თავისი პროფესიონალური კარიერა დაიწყო  ფრესკებისა და ჭერების მოხატვით საზოგადოებრივ შენობებში. ფრანც იოზეფ პირველმა კლიმტი დააჯილდოვა ოქროს ჯვრით, ვინაიდან მხატვარმა უნიკალურად მოხატა ფრესკები ვენის ბურგთეატრში. 1911 წელს მისმა ნაშრომმა ”სიკვდილი და სიცოცხლე” მოიპოვა პირველი პრიზი მსოფლიოს გამოფენაზე,რომში. მისი პეიზაჟების უმეტესობა დახატულია ატერზეეზე(ერთ-ერთი ტბა ავსტრიაში). მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატია ”კოცნა”. მისი ნახატები რეკორდულ ფასად გაიყიდა,მაგალითად  2003 წელს მისი ერთ-ერთი ნახატი  29,128,000 დოლარად გაიყიდა.

კლიმტის მთავარ საგანს ქალის სხეული წარმოადგენდა. კლიმტის დომინანტური ფერი იყო ოქროსფერი. მის თითოეულ ნახატს ულამაზესი  უკანა ფონი აქვს.გლაზგოს სკოლაში მან ისწავლა სიმბოლოური ელემენტების გამოყენება,რომელიც ძირითადად ფსიქოლოგიური აზრების მატარებელია. ასევე ეს სიმბოლოები განასახიერებს თავისუფლებას.მას ჰქონდა ფერთა გამის გამორჩეული შეხამების უნარი.

ხელოვნების ისტორიკოსები თვლიან, რომ კლიმტის სტილის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში დიდი როლი იქონია ეგვიპტურმა, ბიზანტიურმა და  ბერძნულმა ხელოვნებამ. ასევე კლიმტი შთაგონებული იყო დურერის, შუა საუკუნეების ევროპული მხატვრობითა და იაპონური რიმპა სკოლით.

მხატვორბის გარდა კლიმტი დაკავებული იყო ფროიდის ფსიქოანალიზის გაგებაში. მის ნაშრომში ”სამართალმცოდნეობა” აქცენტია გაკეთებული ფროიდის აზრებზე სექსუალურ რეპრესიებისა და დასაჭურისების შესახებ.

კლიმტი გარდაიცვალა პნევმონიით 1918 წელს, რომელიც მას განუვითარდა გრიპის პანდემიის შედეგად. იგი დაკრძალეს ჰიტციგის სასაფლაოზე ვენაში.მას უამრავი ნაშრომი დარჩა დაუსრულებელი.